წრის სახელწოდებაა ,,ნორჩი ისტორიკოსები".
პროფილი ,,ისტორია" მე-7 კლასის.
თემა:ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციები და სახელმწიფოებრიობის დასაწყისი,,ძველი ეგვიპტე",
საკითხები:
1)ეგვიპტის მდებარეობა და წარმოშობა
2)ნილოსის ნობათი
3)ეგვიპტის საზოგადოება
4)ფარაონები
5)პირამიდები
6)ეგვიპტელთა ყოფა
7)ეგვიპტელთა რწმენა წარმოდგენები
8)განათლება ეგვიპტეში
9)იეროგლიფები
10)ეხნატონი-ერთღმერთიანობა
11)ტუტანხამონის აკლდამა
12)ძველი ეგვიპტის სახელმწიფოს აღსასრული
მიზანი:მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და განვითარება,სასწავლო ცოდნის გაღმავება და სრულყოფა
მოსალოდნელი შედეგები:წიგნზე მუშაობის, პრეზენტაციების წარმოჩენის ,ურთიერთმოსმენის ,ურთიერთპატივისცემის უნარების ჩამოყალიბება.
რესურსები:წიგნები,თაბახის ფურცლები,ფლომასტერები,რუკები,კინო-ფოტო მასალა.
საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა 45 წუთი
მუშაობა წარიმართებაამაწლის შემდეგ დღეებში:29სექტემბერი,5ოქტომბერი,,12 ოქტომბერი,19 ოქტომბერი,26ოქტომბერი,2 ნოემბერი,9 ნოემბერი ,16ნოემბერი,30ნოემბერი,7დეკემბერი,14 დეკემბერი,21 დეკემბერი28,დეკემბერი.
წრის მუშაობის პირველი დღე თემა:,ეგვიპტის მდებარეობა",მასწავლებელი რუკის დახმარებით აცნობს მოსწავლეებს აფრიკი ჩრდილო -აღმოსავლეთში მდებარე უძველესი ცივილიზაციის შესახებ, ქალაქების და ადგილობრივი მცხოვრებლების შესახებ.
წრის მუშაობის მეორე დღე 5ოქტომბერი,,ნილოსის საოცრებებზე,მოსწავლეები აკვირდებიან რუკას და გამოთქვავენ თავის შეხედულებებს ამ მდინარის შესახებ,მასწავლებელი უხსნის ,,ნილოსის ნობათის შესახებ
წრის მუშაობისმეოთხე დღე12 ოქტომბერი,,ეგვიპტის საზოგადოება" ,მოსწავლეებს მოაქვთ მოძიებული მასალა და აკეთებენ პრეზენტაციებს ქურუმების, ნომამარქების გადამწერებისშესახებ
წრის მუშაობის მეხუთე დღე 19 ოქტომბერი თემა:,, პირამიდები ",მოსწავლეებს მოაქვთ სხვადასხვა ვერსიები პირამიდების მშენებლობის შესახებ, მოაქვთ ფოტოები და მსჯელობენ ამ ნაგებობების მნიშვნელობის შესახებ,,ძვალშესალაგი დიდი ფარაონების.
წრის მუშაობის მეექვსე დღე26 ოქტომბერი, მოსწავლეები უსმენენ ლექციას ეგვიპტელთა ცხოვრების შესახებ
წრის მუშაობის მეშვიდე დღე 2 ნოემბერი თემა:,ეგვიპტელთა რწმენა წარმოდგენები.მაწავლებელს მოაქვს სურათები და აცნობს მოსწავლეებს შემდეგ ღმერთებს,ოსირისი ,ისიდა , ამონი ,რა, ატონი, ჰაპი.
წრის მუშაობის მერვე დღე9 ნოემბერი თემა:,განათლება ეგვიპტეში,: მოსწავლეები ადარებენ თანამედროვე სკოლას და ატარებენენ დისკუსიას მძიმე სასწავლო პროცესის შესახებ ძველ ეგვიპტეში
წრის მუშაობის მეცხრე დღე16 ნოემბერი , თემა:,, იეროგლიფები",მასწავლებელი გონებრივი იერიშის საშუალებით ადგენს მოსწავლეთა ცოდნას იეროგლიფებზე ,და შემდეგ აჩვენებს ნიმუშს პაპირუსის, რომელზეც ჩანს უძველესი წარწერები
წრის მუშაობის მე_11 დღე 30 ნოემბერი, კლეოპატრა პტოლემაიოსების დინასტიის ბოლო წარმომადგენელი, მისი სასიყვარულო ურთიერთობა იულიუს კეისართან და ანტონიუსთან, მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს ვიდეოს ამ ქალი ფარაონის ცხოვრების შესახებ, მოსწავლეები გამოთქვავენ თავის შეხედულებებს ქალის როლის შესახებ პოლიტიკაში.
წრის მუშაობის12 დღე 7დეკემბერი 2017 წელი,წრეზე განვიხილეთ ტუტანხამონის ცხოვრება და მისი აკლდამა,მასწავლებელმა ჩაატარა მინი ლექცია ჰოვარდ კარტერის მიერ ტუტანხამონის მუმიის აღმოჩენის შესახებ ,წრეზე ნაჩვენები იყო სურათები ეგვიპტეში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შესახებ
წრის მუშაობის 13 დღე 14 დეკემბერი2017 წლის,თემა,,ეგვიპტის სახელმწიფოს აღსასრული,, მოსწავლეებს მომზადებული აქვთ პრეზენტაციები ეგვიპტის დაპყრობის შესახებ, სხვადასხვა დროს ასურეთის,ბაბილონის,აქემენიდური სპარსეთის,ალექსანდრე მაკედონელის,და ბოლოს არაბების მიერ.
წრის მუშაობის 14 დღე 21 დეკემბერი2017 წელი,შემაჯამებელი შეხვედრა,წინა მასალის განმეორება და შეჯამება,ახალი ამოცანების დაგეგმვა სამომავლოდ.